2024-06-10 10:56:22, 265 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საფეხბურთო გუნდმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლის სეზონის ოქროს ლიგის ფინალში გამარჯვება მოიპოვა
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ოქროს ლიგის ფინალურ შეხვედრაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ფინალურ მატჩში შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი "კროკობეთს“ დაუპირისპირდა.
დაძაბულ მატჩში, სამინისტროს თანამშრომლებმა "კროკობეთის" საფეხბურთო გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),