|
2024-06-09 22:16:41, 1048 ნახვა
პოლიტიკა
მაკრონი და ბაიდენი მმართველ პარტიას - პატივი ეცით საზოგადოებას ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით
"პრეზიდენტები მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას", მმართველ პარტიას პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით", - განაცხადეს საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა, ემანუელ მაკრონმა და ჯო ბაიდენმა შეხვედრაზე. ბაიდენი პარიზს სახელმწიფო ვიზიტით ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარის გადასხმის დღის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული ცერემონიის შემდეგ ეწვია, რის შემდეგაც მან ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს "თავიანთ ერთგულება მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისადმი." შეხვედრის შემდეგ კი პრეზიდენტებმა ერთობლივი დოკუმენტი, "ფრანგულ-ამერიკული საგზაო რუკა" გამოსცეს. მრავალ მნიშვნელოვან გლობალურ საკითხთან ერთად, დოკუმენტში საუბარია მოლდოვაში, დასავლეთ ბალკანეთში და სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე, საიდანაც ერთი ქვეთავი საქართველოს ეთმობა. პრეზიდენტების განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ საქართველოს მიმართ ერთგულებას და რომ ევროატლანტიკურ გზაზე მისი მოსახლეობის გვერდით დგანან. "შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, რომ დგანან ქართველი ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საზოგადოების სურვილს და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის ყველა მოსახლეობის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია განცხადებაში.
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)