20:05 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-06 19:25:17, 553 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის მუხლით ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირში მყოფი პირები, მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკით.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics