|
2024-06-06 15:18:09, 523 ნახვა
საზოგადოება
სააგენტო - დევდორაკის ხეობაში წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება
დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა, ასევე, ამ დრომდე სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან. "მიმდინარე წლის 6 ივნისს, 08:35 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ვერტმფრენის მეშვეობით განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება. პირველადი შეფასებით დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მყინვარშიდა შეგუბებებს და გროტში დაგროვილი წყლების პერიოდულ გამოხეთქვებს, რასაც მოჰყვა ტალღების წარმოქმნა. წყლის მაქსიმალურმა დონემ 4.50 მ-მდე მიაღწია, ხოლო სასიგნალო ზღვარი მდ. დევდორაკზე 2 მეტრს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მდ. დევდორაკ-ამალისა და თერგის შეერთების უბანზე, გამოზიდვის კონუსში მოხდა მდ. თერგის ხანმოკლე შეგუბება, რამაც მოახდინა მდ. თერგის კალაპოტის შევიწროება და წყლის დონის მკვეთრი აწევა, თუმცა ტბის ჩამოყალიბებას და ხეობის გადაკეტვას ადგილი არ ჰქონია. ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი. ინფორმაციისთვის, მსგავსი განგაშის სისტემის ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის, რა დროსაც შესაძლებელია საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს ვადებში შეზღუდვა",- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
საქართველოში კაკლის გადამამუშავებელი უმსხვილესი საწარმოს მშენებლობა წელს დასრულდება
სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)