2024-06-03 10:50:30, 424 ნახვა
პოლიტიკა
პოლიტიკური პარტიები დღეს „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს
პოლიტიკური პარტიები დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" მოაწერენ ხელს.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ხელმოწერის პროცესი ორბელიანების სასახლეში 11:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს "ქართული ქარტია" შესთავაზა. რას გულისხმობს "ქართული ქარტია", შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,