|
2024-06-01 18:45:47, 473 ნახვა
პოლიტიკა
შსს-მ, ტრადიციულად, 1 ივნისს, საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრადიციულად, 1 ივნისს, "ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს" საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თელავის ისტორიულ მუზეუმში გამართულ გახსნით ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა - ნიკო თათულაშვილმა, პარლამენტის წევრმა და ბავშვის უფლებათა დაცვის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ - ბაია კვიციანმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ - თამარ მახარაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ-ირინე წაქაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა სიტყვით მიმართეს. „კამპანიის გახსნით ღონისძიებას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექტორები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112“-ის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს ბავშვთა ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლისთვის განხორციელებული ღონისძიებების, ბავშვობის ასაკში ქორწინების სტატისტიკური მონაცემებისა და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ასევე, სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს პოლიციისადმი მომართვის სხვადასხვა გზების, მათ შორის, ,,112“-ის მობილური აპლიკაციის, ჩუმი განგაშის (SOS) ფუნქციის, SMS და ვიდეო ზარის სერვისების შესახებ. კამპანიას „ნუ წაართმევ ბავშვობას“ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეხუთე წელია ატარებს და მის უმთავრეს მიზნებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების პრევენცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კატეგორიის დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა წარმოადგენს. გახსნით ღონისძიებაზე 5 წლის მანძილზე ჩატარებული აქტივობების შემაჯამებელი ვიდეორგოლისა და იძულებითი ქორწინების რეალურ შემთხვევებზე მომზადებული ,,პოლიციის ფაილების“ სერიის ჩვენებაც გაიმართა. საინფორმაციო კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს არაერთ ღონისძიებას, მათ შორის, შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. აღნიშნულ შეხვედრებს გამართავენ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტისა და ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები. შეხვედრების ფარგლებში, ბავშვებს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით დამზადებული ბრენდირებული მასალა გადაეცემათ. კამპანიის ფარგლებში , აგრეთვე, ჩატარდება ესეების კონკურსი“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ფიფია - პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)