13:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 10:12:12, 383 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 100-მდე შეიარაღებულმა „ტიტუშკამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი დალეწა

100-მდე შეიარაღებული „ტიტუშკა“ თავს დაესხა და პირდაპირი მნიშვნელობით დალეწეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ“, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ის ამ დროს ოფისში 14 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა.

 „100-მდე შეიარაღებული „ტიტუშკა“ თავს დაესხა  და პირდაპირი მნიშვნელობით დალეწეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი, სადაც ვიყავი ჩემს 14 წლის არასრულწლოვან შვილთან ერთად. ხის შუბებს ესროდნენ ოფისს და ჩალეწეს ყველაფერი. ეს არის, როცა სალაპარაკო არ აქვს ივანიშვილს, ასეთ რაღაცებს გეგმავს ჩუმად, ღამით მოპარვით. ეს არის ის ენა, რითაც სურს ივანიშვილს ელაპარაკოს ქართველ ხალხს. პოლიცია მოვიდა ერთი საათის შემდეგ. ეს არის პოლიციასთან, სუს-თან ერთად დაგეგმილი ოპერაცია.  პოლიცია ყველაფერს უყურებდა, ყველა ავტომობილის ამოცნობა არის შესაძლებელი.

მინდა ყველას ესმოდეს, რომ ერთი წამითაც არ უნდა შეგვეშინდეს. ძლიერი ასე არ იქცევა. ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს და ზრუნავს ხალხზე, ასე არ იქცევა, ასე იქცევიან სუსტები, მხდალები ანუ ივანიშვილი და მისი ბანდა. ასე იქცევიან რუსეთში.

მთავარი გველოდება წინ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ ივანიშვილის „ტიტუშკების“ არავის არ ეშინია. მოახლოებულია მათი დასასრული, იციან ეს და სალაპარაკო მათ არაფერი დარჩენიათ, მხოლოდ ძალადობა და მეტი არაფერი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics