12:58 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 17:50:20, 614 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურმა კუთვნილ სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მკაცრი კონტროლი დააწესა

შემოსავლების სამსახურმა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კუთვნილ სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მკაცრი კონტროლი დააწესა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ბოლო დროს გახშირებულმა შეტყობინებებმა შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ.

„საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მკაცრი კონტროლი დააწესა კუთვნილ სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ბოლო დროს გახშირებულმა შეტყობინებებმა შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ. სამსახურებრივი ტრანსპორტის მძღოლების ამგვარი ქმედება, ერთი მხრივ, უარყოფითად აისახება სამსახურის რეპუტაციაზე, მეორე მხრივ კი საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ასევე სახელმწიფო ქონებას. ამის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მკაცრად გააფრთხილა მძღოლები, რომ ავტოსატრასპორტო საშუალებით მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან მოხდება შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, სპეციალური სანომრე ნიშნებით (RS… GE) მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ გზებზე მოძრაობის წესების დარღვევის შემჩნევის შემთხვევაში, აცნობონ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: 2 261160 ან 2 261119





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics