|
2024-05-23 16:23:38, 449 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - დიქტატურის დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით - სხვა გზა ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია
დიქტატურის და ბოლომდე ოლიგარქიული რეჟიმის (რომელიც ახლა დამყარდა საქართველოში) დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, "სხვა გზა ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია". "როდესაც პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები მოჰყავთ ერთიანი სიის მოწინააღმდეგეებს, მათ მხედველობიდან რჩებათ ის, რომ ორივე ამ ქვეყანაში დემოკრატია არავის გაუუქმებია და ნამდვილი არჩევნები ტარდება. უბრალოდ, ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა ძლიერ მთავრობებთან. დიქტატურის და ბოლომდე ოლიგარქიული რეჟიმის (რომელიც ახლა დამყარდა საქართველოში) დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით. მხედველობაში მაქვს პინოჩეტის დროინდელი ჩილე, მილოშევიჩის იუგოსლავია და მალაიზიის რაზაკის ხელისუფლება. მალაიზიის შემთხვევაში არჩევნების წინ ორი მოსისხლე მტერი ანვარ იბრაჰიმი და მაჰატირ მოჰამედი გაერთიანდა და დაამარცხეს უსაზღვრო ფინანსური რესურსის მქონე რაზაკის ოლიგარქიული რეჟიმი. სხვა გზა ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია. აგერ, დიდი გამოცდილების მქონე მიჩ მაკკონელი და ბუნდესტაგის მაიკლ როთი პრაქტიკულად ხმამაღლა მოგვიწოდებენ გაერთიანებისკენ",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
ცხრა დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)