16:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 14:15:26, 604 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ დუმბაძე: ციხისძირში ხეების გადარგვის სამუშაოები შეჩერებულია

ამ წუთისთვის ციხისზირში ხეების გადარგვის პროცესი შეჩერებულია, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრმა  ნოდარ დუმბაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება, პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

„ჩვენ ვესაუბრეთ ივანიშვილს, მოვთხოვეთ სამშენებლო ნებართვები, მან განაცხადა, რომ ის არის რეალური დამკვეთი ურეკში ხეების გადატანის. მან თქვა, რომ ყველანაირი ნებართვები არსებობს, თუმცა მას შემდეგ რაც შესაბამის შპს-ს მოთხოვა ნებართვა, კომპანიამ ვერ წარმოადგინა ნებართვები. მან თქვა, რომ სამუშაოები შეჩერდება მანამ სანამ ყველა ნებართვა არ იქნება გაცემული“, - განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.

მისივე თქმით, იგივე ნებართვების საკითხზე ჰქონდათ გუშინ შეხვედრა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან,თუმცა არჩილ ხაბაძემ მათ განუცხადა, რომ მას სამუშაოების შესაჩერებლად ბერკეტები არ აქვს.

,,გუშინ ჩვენ შევხვდით აჭარის მთავრობის მეთაურს, რომელმაც განაცხადა, რომ  სამუშაოების შესაჩერებლად საჭირო ბერკეტები არ აქვს. სამწუხაროა, რომ რეგიონის პირველ პირს უუნარობის გამო არანაირი ბერკეტები არ აქვს უკანონო ნებართვების შესაჩერებლად. მან თქვა, რომ შესაბამისი ნებართვები არსებობს ამიტომ ის არ შეაჩერებს ამ პროცესს. თუმცა როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ ნებართვების ჩვენება, ვერ იქნა წარმოდგენილი”, -აღნიშნა დუმბაძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ხეების გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ინფორმაციით, ივანიშვილი მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს გაესაუბრა და სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.

ამ დროისთვის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics