|
2024-05-23 13:07:53, 456 ნახვა
მსოფლიო
ნორვეგიაში 29 მაისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული მიზნით ჩასვლა შეიზღუდება
ნორვეგიაში რუსეთის მოქალაქეებს ტურისტული მიზნით ჩასვლა, ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 29 მაისიდან შეეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი არის ის, რომ ნორვეგია მოკავშირეებს და პარტნიორებს „უკრაინაში რუსეთის უკანონო აგრესიული ომის წინააღმდეგ“ მხარს უჭერს. „რუსეთის მოქალაქეებს, რომელთა მიზანი ტურიზმი და სხვა არასასურველი მოგზაურობაა, ეკრძალებათ გარე საზღვრის გავლით შესვლა. შეზღუდვა ეხება როგორც მათ, ვისაც ნორვეგიის მიერ გაცემული ვიზა აქვს სავიზო პრაქტიკის შეზღუდვის მიზნით 2022 წლის გაზაფხულზე, ასევე მათ, ვისაც აქვს ვიზა შენგენის ზონის სხვა ქვეყნებიდან“, - აღნიშნავს უწყება. მათივე ინფორმაციით, გამონაკლისები დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების (მშობლები, მეუღლე, შვილები) მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად. შეგახსენებთ, ნორვეგიის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა 2022 წლის გაზაფხულზე გაამკაცრა, რის შემდეგაც ფედერაციის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზები არ გაიცემა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)