22:10 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-23 10:21:36, 426 ნახვა

პოლიტიკა
ენტონი ბლინკენი - ველოდები, რომ ამ კანონის მიღებას, შესაძლოა, შედეგები მოჰყვეს

ველოდები, რომ ამ კანონის მიღებას, შესაძლოა, შედეგები მოჰყვეს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ბლინკენის თქმით, აღნიშნული კანონი "მოსკოვის სახელმძღვანელოდან არის აღებული".

"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ "უცხოური აგენტების შესახებ" მიღებული კანონით. ვფიქრობ, რომ ეს, სამწუხაროდ, მოსკოვის სახელმძღვანელოდან არის აღებული. ვფიქრობ, რომ ეს ეწინააღმდეგება ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში წინლსვლისა და ინტეგრაციისკენ. ასე რომ, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამის საპასუხოდ და მე ველოდები, რომ ჩვენ მივიღებთ ზომებს. ევროკავშირი აკვირდება, თუ რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე. ასე რომ, მე ვიტყოდი - ველოდები, რომ ამ კანონის მიღებას, შესაძლოა, შედეგები მოჰყვეს",- განაცხადა ბლინკენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics