|
2024-05-22 13:23:13, 385 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება,- ამის შესახებ „პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტის დროს, „ბოლო პერიოდის ყველაზე დიდ პოლიტიკურ აფერას წერტილი დაესვა". „ბატონი კობახიძის თურქეთში ვიზიტის დროს დაესვა წერტილი ბოლო პერიოდის ყველაზე დიდ პოლიტიკურ აფერას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იხსნა საქართველო ომისგან და ახლაც არიდებს ქვეყანას ომს. პირველი კითხვაა, მაინც ვისთან ომისგან გვიხსნა „ოცნებამ“, როცა ქართველი ხალხი მიიჩნევს, რომ ჩვენს სუვერენიტეტს მხოლოდ რუსეთი ემუქრება, ხოლო „ოცნება“ მიიჩნევს, რომ გვემუქრება ევროპა და ამერიკა, ანუ ის, ვინც რეალურად უზრუნველყოფდა ჩვენს სუვერენიტეტს 90-იანი წლებიდან მოყოლებული. და რა შუაშია კობახიძის ვიზიტი თურქეთში? თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კობახიძესთან შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოებაზე თურქეთი ზრუნავს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანაში ვერ შემოიჭრება და ომს ვერ გაგვიჩაღებს, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს და მუშაობს სამხრეთის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ეკონომიკური ინტერესი და ზოგადად, თურქულ-შუააზიურ-ჩინური ინტერესები. ასე რომ, ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!" - აცხადებს ოქრიაშვილი.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)