|
2024-05-21 12:56:12, 280 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი
მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ჯერ პრემიერი გამოვიდა და ყველა ბრიფინგზე აბსოლუტურად ღიად საუბრობდა იმაზე, რომ თუ ვინმეს კითხვები აქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ელჩებთან მიმართებითაც კი გაკეთდა განცხადებები, რომ თუ არსებობს რაიმე კითხვები, მზად ვიყავით დისკუსიისთვის საჯარო ფორმატში, ღია ფორმატში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში, „საზოგადოებას არ მოუსმენია არგუმენტირებული განცხადებები, თუ რატომ ეწინააღმდეგება კანონი ევროპას და ევროპულ მომავალს". როგორც კალაძემ აღნიშნა, „ხელისუფლებამ მაინც დატოვა სივრცე და ვეტოს ფარგლებში გამოთქვა სრული მზადყოფნა, შინაარსობრივად სწორი შენიშვნები გაეთვალისწინებინათ, თუმცა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ოპონენტებს არგუმენტები არ გააჩნიათ". „თუ არის რაიმე კითხვები, თუ არის შენიშვნები, ეს, რა თქმა უნდა, გაზიარებული უნდა იყოს, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული აღნიშნული კანონი. ამდენი ხანია ვაკვირდებით პროცესს, ამდენი ხანია მიმდინარეობს პროცესი, მოგისმენიათ ერთი არგუმენტირებული განცხადება, თუ რა არის პრობლემა შინაარსობრივად და რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონი ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ მომავალს. მე არ მომისმენია, ეგეთი განცხადება ვინმეს გაეკეთებინოს. არის ზედაპირული განცხადებები და მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დავტოვეთ სივრცე და განვაცხადეთ, რომ პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში თუკი მოიტანთ რამე შინაარსობრივ საგანს, რისი შეცვლა შეიძლება, რაზე შეგვიძლია წავიმუშაოთ - ჩვენ გამოვთქვით სრული მზადყოფნა, რომ ვეტოს ფარგლებში შეგვიძლია გავითვალისწინოთ რაღაცები, თუ შინაარსობრივად სწორი იქნებოდა, მაგრამ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილებაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ და შესაბამისად, ჩვენ დავძლევთ ვეტოს და იმ ფორმით, როგორითაც არის წარდგენილი აღნიშნული კანონპროექტი, შევა ძალაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)