|
2024-05-21 12:38:07, 324 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გამჭვირვალობა შეუძლებელია ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულობას
ჩვენ არაერთი განცხადება, განმარტება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გაკეთება. კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ტელევიზიებმა, ვინც 20%-ზე მეტით ფინანსდება უცხოეთიდან, წარმოადგინოს დეკლარაცია წელიწადში ერთხელ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, შეუძლებელია გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროპას. მისივე თქმით, აღნიშნული კანონის შემოტანა მნიშვნელოვანია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების და ქვეყნის მოსახლეობის გავლენის გაძლიერებისთვის. „არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ტელევიზიებმა, ვინც 20%-ზე მეტით ფინანსებდა უცხოეთიდან, წარმოადგინოს დეკლარაცია წელიწადში ერთხელ და საზოგადოებას წარუდგინოს ყველა ის თანხა რომელი დონორი ორგანიზაციისგან იქნა მიღებული და კონკრეტული პროექტები, თუ რაში დაიხარჯა. ზოგადად, გამჭვირვალობა შეუძლებელია ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულობას. პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ აღნიშნული კანონპროექტის შემოტანა, მიღება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ხვალინდელი დღისთვის, იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი. ჩვენ უნდა შევამციროთ უცხოური გავლენა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გავლენა და როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - როდესაც ხდება ხელისუფლების ცვლილება, ამას ახდენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ამ გადაწყვეტილებას იღებს არჩევნების გზით და არა რომელიღაც ქვეყნის აქტორები უცხოეთიდან. ეს არის ამ კანონის შინაარსი და აუცილებლობა, რომელიც იქნა მიღებული გადაწყვეტილებების სახით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)