20:29 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-21 09:16:06, 391 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება ისრაელის წინააღმდეგაა მიმართული

ეს არის აბსურდული და ყალბი გადაწყვეტილება, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის, კარიმ ხანის მიერ მისი, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნას.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები „ჰამასის მონსტრების" წინააღმდეგ იბრძვიან - „ჰამასმა" „მოკლა, დაწვა, გააუპატიურა", ისრაელელი სამხედროები კი, „თავისი მორალით უბადლოები არიან".

„ეს არის აბსურდული და ყალბი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის მიმართული ისრაელის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომლებიც გმირობით იბრძვიან „ჰამასის“ ამაზრზენი მკვლელების წინააღმდეგ. როგორ ბედავთ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების შედარებას „ჰამასის“ მონსტრებთან? როგორ ადარებთ „ჰამასს“, რომელმაც მოკლა, დაწვა, დახოცა, გააუპატიურა და გაიტაცა ჩვენი ძმები და დები, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს, რომლებიც ებრძვიან სამართლიან ომს, რომლებიც უბადლოები არიან თავისი მორალით?“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პრემიერ-მინისტრი ისრაელის მოსახლეობას ჰპირდება, რომ ICC-ის მხრიდან „ხელების შეკვრის მცდელობა წარუმატებლად დარულდება“.

მისი თქმით, ისრაელი დაამარცხებს „ჰამასს“ და მიაღწევს „სრულ გამარჯვებას“.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 მაისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics