23:07 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-20 16:24:18, 468 ნახვა

პოლიტიკა
საფინანსო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილს, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, პრეზიდენტი იზიარებს და ის ასახულია მის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში.

მისი თქმით, პრეზიდენტმა არ გაიზიარა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ის ჩანაწერი, რომლითაც განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე ან აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.

ასევე, კანონით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით, 2030 წლის 1-ელ იანვრამდე თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

„დაჩქარებული წესით მიღებული ეს ცვლილებები, რომლებიც სათანადო ეკონომიკური თუ პოლიტიკური ანალიზის გარეშე იქნა პარლამენტის მიერ მიღებული, გაუმართლებელია, შეიცავს დისკრიმინაციული ხასიათის დებულებებს, შესაბამისად, ვერ იქნება მხარდაჭერილი და გაზიარებული",- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics