|
2024-05-20 14:50:51, 351 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - პანიკის დათესვის მცდელობა და განცხადებები, რომ ჩვენი ეკონომიკა შევიდოდა კრიზისში, მიზანმიმართული პროცესია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად
წინა კვირის განმავლობაში მოვისმინეთ არაერთი გამონათქვამი ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მათ შორის მოსახლეობისთვის თუ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოწოდებები, რომ საქართველოს ეკონომიკა შევიდოდა კრიზისში და „გამჭვირვალობის კანონის" პროცესი უარყოფითად აისახებოდა ეკონომიკაზე. სამწუხაროდ, ახალი არ არის, როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, შეტევა მიიტანონ ყველაფერზე და ამ შემთხვევაში, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური პროცესი, აქ არის მიზანმიმართული პროცესი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად, მათ შორის, მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ინვესტორების განწყობების შეცვლისკენ, რაც შემდგომ, უკვე, რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკურ პროცესებზე, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, საქართველოს საბანკო და საფინანსო სისტემა, ეკონომიკური პროცესები დღეს ჯანსაღია, ფინანსური ინსტიტუტები მდგრადია და ყველა დაინახავს, რომ როგორც სავალუტო კურსი იქნება სტაბილური, ისე საფინანსო სისტემა შეინარჩუნებს მდგრადობას. ლევან დავითაშვილის შეფასებით, მოსახლეობასაც აქვს თავისი გამოცდილება და ოპონენტების გამოსვლების გამო მარტივად მანიპულირებადი არ არის. „რა თქმა უნდა, ასეთი მოწოდებები და განცხადებები ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს ინვესტორებზე და აისახება, მათ შორის, საბირჟო ფასებზეც, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ჩვენი ეკონომიკის ფუნდამენტური მონაცემები არის ძალიან ჯანსაღი და ამ ყველაფერს არ აქვს ობიექტური საფუძველი, ეს არის ყოველთვის მოკლევადიანი პანიკის დათესვის მცდელობა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ლევან დავითაშვილის თქმით, ბირჟაზე აქციების ფასის ვარდნა იყო ძალიან მოკლევადიანი, რომელმაც შემდგომში მალევე აიწია და დღეს ეს ფასები სტაბილურია. „შეიძლება ჩვენ ვიხილეთ მოკლევადიანი, ზუსტად გამიზნული ზიანი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული კომპანიების მიმართ ნდობა აღდგება ინვესტორების მხრიდან და ეს ტენდენცია ჩვენ დავინახეთ. იყო მნიშვნელოვანი ვარდნა, კონკრეტულად ერთი დღის განმავლობაში, შემდგომში აქციების ფასი ოდნავ აიწია და დღეს დასტაბილურდა. იგივე იყო შიდა ეკონომიკურ პროცესებში პანიკის დათესვის მცდელობასთან დაკავშირებით, როდესაც იყო მოწოდება, მაგალითად, დეპოზიტების გამოტანის შესახებ - ეს არის ყველაზე უფრო მავნებლური გადაწყვეტილება, თან იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან ეკონომიკის მცოდნეები. თუ არიან, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად შეიძლება ესმოდეთ, რამდენად არასწორია. ეს უკვე გადის ოპონირების, კორექტულობის ჩარჩოებიდან და მორალის ზღვრებიდან", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)