|
2024-05-20 12:54:45, 432 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ვეტოზე - იურიდიული კომიტეტი შემდეგ სასესიო კვირაში განიხილავს - რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს
იცით, რომ ვეტო შემოსულია, დღეს ბიუროს მეშვეობით გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, კომიტეტი განიხილავს შემდეგ სასესიო კვირაში - რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოველგვარი მსჯელობის იმედი „ჩაკეტა“. „როგორც კი გამოჩნდა იმედი, რომ შეიძლებოდა შინაარსობრივი, ადამიანური ქართული დისკუსია ყოფილიყო და არა რუსულ სტილში ჩაკეტვა დისკუსიისა და ტრანსფარანტებით საუბარი, ეს მსჯელობა სალომე ზურაბიშვილმა იმ მომენტშივე ჩაკეტა. ქალბატონმა სალომემ უკვე ყველა მეთოდი გამოიყენა იმისთვის, რომ აჩვენოს, რომ თავს არ მიიჩნევს ამ ქვეყნის მოქალაქედ და ის კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არ არის და ხალხი მას თავის ხალხად არ მიაჩნია, დასცინის ქართველ ხალხს - ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთო, ეს ხომ დაცინვაა ქართველი ხალხის. კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, პირდაპირ ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ეს კანონი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია, ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ამ კანონის ქართულობას", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)