|
2024-05-19 18:06:55, 592 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
სალომე ზურაბიშვილმა "ქოცებს" დასცინა,- ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" წარმომადგენელი რომან გოცირიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დადებას. როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, "ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია". "სალომე ზურაბიშვილმა "ქოცებს" დასცინა. როცა ვეტოს ადებ კანონპროექტს, ვალდებული ხარ, რომ ე.წ. მოტივირებული შენიშვნა დაწერო. პრეზიდენტი დაეთანხმა ამ კანონს, ოღონდ დაუმატა ერთი მუხლი: "ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო". იურიდიული გაბითურება ჰქვია ამას",- წერს გოცირიძე "ფეისბუქის" გვერდზე და შესაბამის ფოტომასალასაც აქვეყნებს. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო გუშინ, 18 მაისს დაადო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამია: "ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური – მაშესადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ხალხის ნებას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში - ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე“. პარლამენტმა კანონპროექტს მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი 14 მაისს დაუჭირა.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)