22:05 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-18 13:23:27, 856 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

მედიის ცნობით, სრულად განადგურებულია 2 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ნაწილობრივ დაზიანებულია 4 000-ზე მეტი, ამასთან, დატბორილია 2 000-ზე მეტი მაღაზია.

მათივე ინფორმაციით, ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა წყალდიდობის შედეგად, ამ დროისთვის არ არის ცნობილი. 

შეგახსენებთ, გასულ კვირას, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ გაანადგურა სოფლები ჩრდილოეთ ავღანეთში, დაიღუპა 315 ადამიანი და დაშავდა 1600-ზე მეტი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
ტრამპმა პირობა დადო, რომ კონგრესის არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუ ისინი სამართლიანი იქნება
საია-Amnesty International - ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics