|
2024-05-16 14:07:00, 920 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სოფელ გულებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან, გენადი ანანიძესთან და დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან, ნაზიმ ჩხეიძესთან ერთად, სოფელ გულებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შიდა სასოფლო-საუბნო გზების პროგრამის ფარგლებში სოფელ გულებში შემდეგი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს: ლევან და რევაზ დიასამიძის სახლებთან, საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის კიუვეტის მოწყობა; მინდია დიასამიძის და ჯამბულ დიასამიძის საცხოვრებელ სახლებთან სანიაღვრე არხის მოწყობა; რამაზ დიასამიძის სახლთან საყრდენი კედლის მშენებლობა; კახაბერ ბერიძის სახლთან მოეწყობა სანიაღვრე არხი ცხაურით. შიდა სასოფლო-საუბნო გზების პროგრამის ფარგლებში სანიაღვრე არხების, ბეტონის გზის, რკინა-ბეტონის კიუვეტის არხის ცხაურით, საყრდენი და ფერდსამაგრი კედლების სამშენებლო სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან 1 378 000 ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც სულ 25 პროექტი განხორციელდება”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)