12:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 12:42:50, 519 ნახვა

საზოგადოება
ყოფილმა პატიმრებმა სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ტრენინგი გაიარეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის იუსტიციის სახლში გამართულ ტრენინგს 10 ყოფილი პატიმარი დაესწრო.  

ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა  მოქალაქეობა და სამოქალაქო უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანის და სახელმწიფოს ურთიერთობების რეგულაციები, უფლება-მოვალეობები. ტრენინგი მოიცავდა თემებს ბავშვთა უფლებების შესახებაც; ასევე, თითოეული მოქალაქის სამოქალაქო პასუხისმგებლობის, მოხალისეობის, ქვეყანაში არსებული სოციალური სერვისების შესახებ. ბენეფიციარებმა მოისმინეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი დოკუმენტებისა და საერთაშორისო კონვენციების შესახებ.

საქართველოში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრების დახმარებაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics