|
2024-04-30 15:49:42, 499 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი ოპოზიციას - საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თქვენი „ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც ქვეყნის ამოტრიალება უნდა
საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თქვენი „ლიბერალური ბაბლი", რომელსაც უნდა საქართველოს ამოტრიალება - ვერ ამოატრიალებთ საქართველოს! - ასე მიმართა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე. ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველომ ამ წლების განმავლობაში გამოიარა „ყველა ის უბედური მახე", რომელიც ოპოზიციამ და მისმა „პატრონებმა" საქართველოს „დაუგეს". „საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თქვენი „ლიბერალური ბაბლი", რომელსაც უნდა საქართველოს ამოტრიალება, ვერ ამოატრიალებთ საქართველოს! საქართველომ ამ წლების განმავლობაში გამოიარა ყველა ის უბედური მახე, რომელიც თქვენ და თქვენმა პატრონებმა დაუგეს საქართველოს, არჩევნების არაღიარებით, ხელოვნურად შემოგდებული „არასამთავრობოთა" გაყალბებული მაჩვენებლებით, რევოლუციის ტრიგერებით. დაუმთავრებელი შემოგზავნით დივერსანტებისა და პარანოიკებისა, რომელთაც რევოლუციები უნდა გამოეწვიათ აქ. უკრაინასთან ერთად საშინელება უნდა დაგვტყდომოდა ჩვენ. ვინ არის „გლობალური ომის პარტია"? ეს შეკრული წრე არის თავის პუტინით დაწყებული და წამქეზებლებით დამთავრებული. საქართველომ და ქართველ ხალხმა, ეს ისტორიულად იცის. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს ჯარს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს",- განაცხადა ქადაგიშვილმა.
უკრაინამ იაროსლავში რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორეჯერ დაარტყა
ტრამპი: აშშ-მ შესაძლოა ირანში პიკაქსის მთას დაარტყას
ვიტკოფი და კუშნერი აშშ-ის დელეგაციას რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში უხელმძღვანელებენ
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)