|
2024-04-30 13:51:22, 495 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე „ოცნებას“ - გაძალებენ, რომ გამოვა მილიარდერი ბელადი და ტაში უნდა დაუკრა - თქვენ გამოგონილი ტაშისკვრა დაგჭირდათ
გაძალებენ, რომ გამოვა მილიარდერი ბელადი და ტაში უნდა დაუკრა და ძალიან კარგად მოიქცა დიდი უმეტესობა, რომ ტაშს არ უკრავდა და თქვენ დაგჭირდათ გამოგონილი ტაშისკვრა,- ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მანჯგალაძე სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" ორგანიზებით გამართულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" გამოეხმაურა და თქვა, რომ ადამიანების უმრავლესობა აქციაზე საკუთარი ნებით არ მისულა. "მიუხედავად იმისა, რომ საგანგებოდ ემზადებოდით მთელი ერთი კვირა, მილიარდერის მილიონებით, ადმინისტრაციული რესურსით, საჯარო სამსახურების მობილიზებით, მაინც ვერ მიაღწიეთ იმ ეფექტს, რომელიც "ფეისბუქით" ერთ დღეში დაანონსებულმა საქართველოს, ევროპის მხარდამჭერმა აქციამ შექმნა. მაინც დაგჭირდათ ტაშის დადება და "ჯოს" ძახილის დადება, იმიტომ, რომ ადამიანების უმეტესობა იქ არ იყო მოსული თავისი ნებით... მოდიხარ მიკროავტობუსით რამდენიმე საათი, მერე მზისგულზე, სიცხეში გაყენებენ და გაძალებენ, რომ გამოვა მილიარდერი ბელადი და ტაში უნდა დაუკრა და ძალიან კარგად მოიქცა დიდი უმეტესობა, რომ ტაშს არ უკრავდა და თქვენ დაგჭირდათ გამოგონილი ტაშისკვრა",- განაცხადა მანჯგალაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 29 აპრილს თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ, "ქართული ოცნების" ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართა. რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა.
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)