|
2024-04-29 22:40:37, 501 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა: ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არა აქვს და მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის, შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე" სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, „ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დააკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენს მიმართ წყენა ისედაც არ აკლია". „საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა, ხომ არ ჯობდა დროებითი სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა და ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკიებინა და თუნდაც, არჩვენების შემდეგ დაგვეწყო მისი განხილვა. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა გითხრათ: ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ. ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა: ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არა აქვს და მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის. შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული. ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენს მიმართ წყენა ისედაც არ აკლია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)