|
2024-04-29 20:41:51, 426 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საქართველოს აქვს მიზანი - საკუთარი იდენტობით, სუვერენიტეტით და სრული დამოუკიდებლობით გახდეს ევროპული ოჯახის წევრი
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ "სახალხო შეკრების" მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კალაძის თქმით, „უდიდესი კულტურის, უძველესი ისტორიის, ტრადიციების მქონე ქვეყანას“ კვლავაც მკაფიო გზავნილი აქვს მსოფლიოსთან- საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით და სრული დამოუკიდებლობით გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. „როგორც ყოველთვის, ჩვენი ერთად ყოფნა, ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი ერთსულოვნება არის საქართველოს განვითარების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის, მომავალი გამარჯვებების უმთავრესი საფუძველი. ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რათა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვუთხრათ მკაფიოდ: საქართველო არის პატარა ქვეყანა უდიდესი კულტურით, უძველესი ისტორიით, უნიკალური ენითა და დამწერლობით, საკუთარი ტრადიციებით, რწმენით, თავისუფლების სიყვარულით. ჩვენ გვაქვს მიზანი - საკუთარი იდენტობით და სუვერენიტეტით, მყარი მორალური ღირებულებებით, ოჯახის სიმტკიცით, სარწმუნოების ხელშეუხებლობით, სრული დამოუკიდებლობით გავხდეთ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული ოჯახი ჰქვია. გარკვეული ძალები, რომლებიც ვერაფრით ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა, არ იშლიან მცდელობას, ქვეყანა არიონ და ხელისუფლებაში ის ადამიანები დააბრუნონ, რომელთა მმართველობამ საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა. ამას ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)