23:31 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 09:26:43, 478 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, დღეს „საყოველთაო-სახალხო შეკრება“ გაიმართება

დღეს, 29 აპრილს "ქართული ოცნების" ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება. 

მმართველი პარტიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. ასევე გაიმართება "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა ფილარმონიიდან. 20:00 საათიდან კი, შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პოლიტიკოსები.

"ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, თავისი ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ შეკრებას და ყველამ ერთად ვუთხრათ ყველას, ქვეყნის გარეთაც, შიგნითაც, რომ ეროვნული ერთობა, ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მამული, ენა და სარწმუნოება მართლაც უმნიშვნელოვანესია და რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული გზა ეროვნულ, ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ყველას მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ შეკრებას",- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics