|
2024-04-18 14:37:31, 458 ნახვა
პოლიტიკა
დუმის სპიკერი ვოლოდინი - კანონის მიღებამ შესაძლოა ვაშინგტონის და ბრიუსელის გეგმები, საქართველოში ხელისუფლების დამხობაზე ჩაშალოს
ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობას, მოქმედებს სხვა ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, - წერს სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი Telegram-ის არხზე. ვოლოდინმა „ისტერიკული“ უწოდა საპროტესტო აქციებს, რომელიც საქართველოში გრძელდება „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების ფონზე. „ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აიკრძალოს გარე ჩარევა შიდა საქმეებში“, - ნათქვამია გამოცემაში. მისი ვარაუდით, ის, რაც თბილისში ხდება, შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ უკვე არსებობს ვაშინგტონისა და ბრიუსელის გადაწყვეტილებები საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობის შესახებ და კანონის მიღებამ შეიძლება ჩაშალოს ეს გეგმები. „ასეთი ისტერიკა უცხოური აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ არის ვაშინგტონისა და ბრიუსელის გადაწყვეტილებები საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობის შესახებ და ამისთვის უკვე გამოყოფილია ფული და კანონის მიღებამ შეიძლება ჩაშალოს ეს გეგმები“, - ამბობს ვიაჩესლავ ვოლოდინი. სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა გაიხსენა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ზეწოლის მიუხედავად, მსგავსი კანონები მიიღეს უნგრეთსა და ყირგიზეთში, ახლა კი მსგავსი ინიციატივა განიხილება საფრანგეთში. „მიუხედავად ვაშინგტონისა და ბრიუსელის ძლიერი ზეწოლისა, კანონები ახლახან მიიღეს უნგრეთსა და ყირგიზეთშიც. ამჟამად, საგარეო გავლენის შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საფრანგეთშიც. მხოლოდ პარიზში, თბილისისგან განსხვავებით, არ არის ქუჩის საპროტესტო აქციები, არ არის შეძახილები შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან“, - დასძინა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
LEAF და საქართველოს ბანკი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს იწყებენ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)