|
2024-04-17 15:14:35, 446 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არავის აქვს უფლება, პოლიციელი შეურაცხყოს - ეს არ არის სწორი და ევროპული ქმედებები
ჩვენ გვინდა ევროპა და ევროპული მომავალი, მაგრამ ის კარგი, რაც არის კანონის დაცვა, არ გვინდა, არ გამოვა ასე,- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გუშინდელ აქციას. კალაძის თქმით, „ეს არის ექსტრემიზმი, რომელსაც კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება". „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იქ იმყოფებიან დილიდან საღამომდე, იცავენ წესრიგს. იცავენ იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას პირველ რიგში და თქვენ ნახეთ, რომ მშვიდობიანად აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, არანაირი პრობლემა არ იქმნება ამ მხრივ. მაგრამ როდესაც შენ გადადიხარ ძალადობაზე, ესვრი ქვებს აგინებ, აბულინგებ (რისი კადრებიც არსებობს, როგორ ესროდნენ პოლიციელებს, როგორ აგინებდნენ, როგორ ლანძღავდნენ). ჩვენ ხომ ევროპა და ევროპული მომავალი გვინდა და ამისთვის ვიბრძვით. აბა, ნახეთ, ევროპულ განვითარებულ ქალაქებში, მაგალითად პარიზის, გერმანიის, იტალიის მაგალითები რომ მოვიყვანოთ, როდესაც პოლიციელს უპირისპირდებიან, რა რეაგირება მოსდევს ამას. ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ ის კარგი, რაც არის, კანონის დაცვა, არ გვინდა, არ გამოვა ასე. არავის არ აქვს უფლება, პოლიციელს შეაფურთხოს, ქვა ესროლოს, ეს არ არის სწორი და ევროპული ქმედებები და ევროპული დამოკიდებულებები. ეს არის რადიკალიზმი, ექსტრემიზმი და რა თქმა უნდა, ყველა გადაცდომას კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება... რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ. აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამოხატავდნენ მშვიდობიანი გზით თავის პროტესტს, შეხედულებას. შეიძლება ვიღაცა რაღაცაში არ ეთანხმებოდეს ხელისუფლებას, ეს მისი უფლებაა, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი გზით. მაგრამ, ის, რაც გუშინ ვიხილეთ გარკვეული ჯგუფების მხრიდან, ვიცით, ვინც დგას ამ ჯგუფების უკან, საიდან ფინანსდებიან, ვინ არის დონორი ორგანიზაციები, ყველაფერი ცხადია და ნათელია. ძალიან სამარცხვინო იყო ჟურნალისტებზე თავდასხმა. ზოგადად, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები ყველანაირ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)