16:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 18:00:45, 532 ნახვა

საზოგადოება
თბილისის იუსტიციის სახლში მედიაციის სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე არსებული მედიაციის სახლის  არასრულწლოვანი ბენეფიციარები თბილისის იუსტიციის სახლს ეწვივნენ.

როგორც დანაშაულის პრევენციის ცენტრში აცხადებენ, მოზარდები დეტალურად გაეცნენ სახელმწიფო სერვისების მიწოდების ძირითად პრინციპებსა და პროცესს,  400-მდე  მომსახურების ჩამონათვალს, ასევე დაათვალიერეს თბილისის იუსტიციის სახლის მომსახურების დარბაზი. 

„მნიშვნელოვანი დრო დაეთმო  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებისა და გაცემის პროცედურებს - თუ რა გზას გადის მოქალაქის განცხადება პირადობის მოწმობის მოთხოვნიდან მის დამზადებამდე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დოკუმენტი მოქალაქისთვის.  მოისმინეს ასევე ინფორმაცია ინოვაციური სერვისებისა და სამომავლოდ დასანერგი სიახლეების შესახებაც. მოზარდებისთვის ეს ტური  სპეციალურად მომზადდა, რომელიც სოციალური საწარმო - კაფეტერიის დათვალიერებითა და სადილით დასრულდა. კაფეტერია იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა 2015 წლის ნოემბერში გახსნა, სადაც ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები დასაქმდნენ. დანაშაულის პრევენციის ცენტრისთვის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის გარდა,  ასევე,  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა დანაშაულის გამომწვევი ფაქტორების შემცირებაზე მუშაობა. ამ მიზნით ცენტრი დანაშაულის ჩადენის რისკ ჯგუფს მიკუთვნებული არასრუწლოვნებისთვის და „მიუსაფარი ბავშვებისთვის“ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. იუსტიციის სახლში ჩატარებული ტურიც ამ პროექტების ფარგლებში დაიგეგმა“, - აცხადებენ დანაშაულის პრევენციის ცენტრში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics