15:16 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 16:28:53, 396 ნახვა

პოლიტიკა
გახარია კალაძეზე - ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის „პრომო“ ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო „ნაცებად“ და „ქოცებად“

ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის "პრომო" ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო "ნაცებად" და "ქოცებად",- ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით თბილისის  მერის, კახა კალაძის განცხადებას.

როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, კალაძესა და "მის ამჟამინდელ პატრონს ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს".

"ამას ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა. ვერ მიხვდა. მისი არჩევანი გასაგებია. ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის "პრომო" ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო "ნაცებად" და "ქოცებად". ქოჩორაშვილი და ნაკრების ბიჭები მიხედავენ ფეხბურთს და საქართველოს ევროპაშიც ასახელებენ. კალაძეს და მის ამჟამინდელ პატრონს კი, ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ყველა იმ უღირსობაზე, რასაც ახლა კადრულობენ",- წერს გახარია "ფეისბუქის" გვერდზე.

ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილისა და მისი მამის, როინ ქოჩარაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ "პოსტს" გამოეხმაურა და თქვა, რომ როინ ქოჩორაშვილი "ნაცია" და "გახარიას პარტიის წარმომადგენელია".

კალაძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გიორგი ქოჩორაშვილი და მისი მამა თბილისში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ მარშს  გამოეხმაურნენ. ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში აქ­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. როინ ქოჩორაშვილმა კი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics