|
2024-04-10 16:02:59, 373 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - არ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას, ქვეყანა რუსეთს ჩააბაროს
ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას, ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს. არა რუსულ კანონს ქუთაისიდან, კი ევროპას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ქართველი ხალხი დააპირისპიროს, დაქსაქსოს". "ძმობის და მეგობრობის ქალაქიდან, ყველაზე ევროპული ქალაქიდან ძალიან მარტივი გზავნილი მინდა ვუთხრა საზოგადოებას - ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის ქართველი ხალხი დააპირისპიროს, დაქსაქსოს და როგორმე ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეკრული არ იყოს და ამასობაში, გუშინ ჩვენ ვნახეთ ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი რუსთაველზე. კარგად უნდა გვესმოდეს, ჩვენი ამოცანა არის ქართველი ხალხის კეთილდღეობა. ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისი არ იცლებოდეს და ქუთაისელები არ გარბოდნენ ემიგრაციაში. სწორედ ამიტომ, გვინდა ევროკავშირი, სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა, რომ ბანკები კი არ ძარცვავდნენ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ სამჯერ და ოთხჯერ ნაკლებ პროცენტში და პირობებში მოიხმარონ ადამიანებმა კონკრეტული თანხები. მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის გვინდა ევროპა, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის გვინდა ევროპა და ივანიშვილი და მისი ხელისუფლება მუდმივად ცდილობს ერთ რამეს, როგორღაც იქნებ დააპირისპიროს ქართველი ხალხი, ერთად არ ვიზეიმოთ არაფერი. გამარჯვებაც კი არ გვაცადეს, გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობაც კი არ მოგვცეს. ორ დღეში, ფაქტობრივად, შემოიტანეს ის კანონი, რომელზეც თქვეს, რომ აღარასდროს არ შემოიტანდნენ. თქვეს, რომ ამ კანონს ჩვენ არ მივიღებთ, მაგრამ მათი სამარკო ნიშანი რა არის? - ტყუილი, ჰო და ამ ტყუილზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი პასუხი იყოს შესაბამისი, რაციონალური, ადეკვატური და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას, ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს. არა რუსულ კანონს ქუთაისიდან, კი ევროპას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი და არ შემიძლია აქედან არ ვთქვა - თავისუფლება ნომერ პირველ პოლიტიკურ პატიმარს მიხეილ სააკაშვილს",- თქვა ხაბეიშვილმა.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)