23:20 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 13:40:50, 435 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ზოგიერთი დონორი ორგანიზაციის საშუალებით, ქვეყანაში რადიკალიზმი ფინანსდება, რომლის გასაჯაროებაც არ სურთ

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაციის საშუალებით, ქვეყანაში „რადიკალიზმი და ექსტრემიზმი ფინანსდება, რომლის გასაჯაროებაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არ სურთ". 

კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რას ემსახურებოდა ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ტრენინგი".

„რადიკალიზმი არის ქვეყანაში. სხვათაშორის, დაფინანსებები, რაც მალულია და საზოგადოებამ არ იცის, იმ დონორებისგან მოდის, რომელთა საშუალებითაც ფინანსდება რადიკალიზმი, ექსტრემიზმი. რომ გვეუბნებოდნენ, მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ტრენინგებს ვუტარებთო, რეალურად, საზოგადოებამ დაინახა, რასთან დაკავშირებით ატარებდნენ ტრენინგს. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომლის გასაჯაროება არ უნდათ. პირველ რიგში, ეს პრობლემას უქმნის მათ „მამებს“, იმ დონორ ორგანიზაციებს“, - განაცხადა კალაძემ. 

მისივე თქმით, საქართველოში „რადიკალიზმს მომავალი არ აქვს და მას ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება". 

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადიკალიზმს ქვეყანაში არ აქვს მომავალი. იქნება რადიკალიზმი? კანონდარღვევა? - ამას ხელისუფლების, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება რეაგირება და ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი“,- აღნიშნა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს ღალატში ბრალი წაუყენეს
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
კობახიძე აგენტების კანონზე - - როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია - ეს სრული სიცრუეა
კობახიძე - 2022 წლის მარტში საქართველომ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა საქართველოს განაცხადი არ დაკმაყოფილდა, ეს იყო დიდი შეცდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics