|
2024-04-08 16:36:49, 435 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - კანონი ხელს აძლევს ივანიშვილს მარტივი რამის გამო - ე.წ. პატაკი ჩააბაროს რუსეთს - ხალხს არ უნდა რუსეთი, ხალხს უნდა ევროპა
ეს კანონი ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას მარტივი რამის გამო - ე.წ. პატაკი, მათ ენაზე რომ ვთქვათ, ჩააბარონ რუსეთს. ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი, ქართველ ხალხს უნდა ევროპა,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის გზაზე "ხელს შეუშლის". "პარლამენტი და ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს, უნდა გემსახურებოდეთ თქვენ და ნებისმიერი კანონი, რომელსაც იღებს ხელისუფლება, უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს და ადამიანების კეთილდღეობას! მარტივი შეკითხვა დავსვათ - ამ კანონის მიღების შემდეგ, ვინმეს გაუუმჯობესდება ცხოვრება? თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის პრობლემა მოგვარდება? ანუ ფასების კლება იქნება, სამუშაოები იქნება, ღირსეული ანაზღაურება ექნებათ ადამიანებს, კომუნალურები დაიკლებს, საწვავი გაიაფდება, ჯარიმებს აღარ დაუწერენ ადამიანებს - რა მოხდება ამით როცა ამ კანონს მიიღებენ? არაფერი, გარდა იმისა, რომ ხელს შეგვიშლის ევროკავშირის გზაზე! რატომ გვინდა ევროკავშირი? - იმიტომ, რომ გვინდა კეთილდღეობა; გვინდა, ჩვენი მოსახლეობა არ გარბოდეს ემიგრაციაში და არ იყოს გაჭირვებული, ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი. ხელისუფლება, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, აკეთებს ყველაფერს, რომ ადამიანებს ეს კეთილდღეობა არ ჰქონდეთ. შესაბამისად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაც მოიპოვა ხალხმა, ახლა აყენებენ ეჭვქვეშ, რომ ეს კანდიდატის სტატუსი, რაც გვაქვს, შესაძლოა, წაგვართვან; შესაძლოა, აღარ მიგვიღონ ევროკავშირში. ეს ხომ ის მოცემულობა და რეალობაა, რომელ რეალობაშიც ივანიშვილი გვაბრუნებს! ეს კანონი ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას, მარტივი რამის გამო - ე.წ. პატაკი, მათ ენაზე რომ ვთქვათ, ჩააბარონ რუსეთს. ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი, ქართველ ხალხს უნდა ევროპა და უმარტივესი რამ ვთქვათ, გველოდება ევროპის ჩემპიონატი. ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ის, რაც მოიპოვეს ჩვენმა ბიჭებმა; ის, რაც აღნიშნა ქართველმა ხალხმა ერთად! და რა უნდათ, მათ უნდათ, რომ დაგვსტრესონ, არ ვიყოთ ერთიანები; უნდათ, რომ ვიყოთ დაპირისპირებულები - ამას ვერ მოესწრება ვერც ივანიშვილი და ვერც ჩვენი ქვეყნის მტრები! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსულ ხელისუფლებაზე!“- ამბობს ხაბეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)