|
2024-04-05 13:48:48, 426 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - დაგვპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება იქნებოდა გამჭვირვალე, მაგრამ მოგვატყუეს
შარშან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას დაჰპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება იქნებოდა გამჭვირვალე, მაგრამ მოგვატყუეს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ უცხოური დაფინანსება ყოფილიყო გამჭვირვალე, ის უფრო მეტად დახურული გახდა. "გვქონდა მცდელობა ერთი წლის განმავლობაში ყველა დონორთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, რომ დაგვერწმუნებინა იმაში, რომ გამჭვირვალობა არ არის მხოლოდ არჩევანი, რომელიც დონორმა უნდა გააკეთოს, არის ვალდებულება, მათ შორის საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე, კერძოდ, პარიზის დეკლარაცია საერთაშორისო დახმარების ეფექტიანობის შესახებ ავალდებულებს დონორებს, რომ იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარი დაფინანსების შედეგებზე პარტნიორის წინაშე... ნაცვლად იმისა, რომ შესრულებულიყო დაპირება და გამჭვირვალე გამხდარიყო დაფინანსება, მივიღეთ უფრო მეტი დახულობა. უფრო მეტიც, ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ პერიოდულად ვარკვევდით, რომ თურმე, პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ასეთი ფონდებიდან; თურმე, რადიკალური ჯგუფები ფინანსდებიან ასეთი ფონდებიდან; თურმე, კამპანია რადიკალური ორგანიზაცია "სირცხვილიასი", რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილისა და ადამიანის დაწვის რომანტიზებას ახდენდა, ფინანსდება აშშ-ისა და ევროკავშირის მოქალაქეების ფულით. ამას ვარკვევდით პერიოდულად და რა თქმა უნდა, სახელმწიფო არის ვალდებული, გამჭვირვალობა უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის",- აცხადებს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში იმავე დღეს დააინიცირეს.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)