|
2024-04-04 17:34:11, 599 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ფეხბურთელებზე - რადიკალური ოპოზიციის სიბინძურეზე არ წამოეგებიან
არცერთი სპორტსმენი და ფეხბურთელი ამ სიბინძურეზე არ წამოეგება, რადგან ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან, ფიქრობენ ფეხბურთზე, რომ ღირსეულად გამოვიდნენ მოედანზე,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ქართველი ფეხბურთელები კონცენტრირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულ თამაშსა და გამარჯვებებზე. „თუ ვინმეს მართლა არაფერი გაუკეთებია და ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება იკადროს ადამიანმა, ესენი არიან რადიკალები და რადიკალების ოპოზიცია. მათ საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებასთან. პირიქით, გაიხსენეთ, ჩვენს წარმატებულ ფეხბურთლებს როგორ აგინებდნენ, როგორ ლანძღავდნენ. კვარაცხელიას არ დაუტოვეს არაფერი, იმდენი შეურაცხყოფები მიაყენეს. ამას აკეთებდნენ რადიკალები. ვითომ გახარებული არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებით, გულში ყველა დაბოღმილია ამ გამარჯვებით, რადგან რადიკალები არიან. ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იყო, ქვეყნის წინსვლა და ეს მათ, რა თქმა უნდა, არ უხარიათ ისევე, როგორც არ გაუხარდათ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მიიღო ღირსების შენარჩუნებით და ასე გაგრძელდება მომავალშიც. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ფეხბურთელს უგზავნიან ბევრ შეტყობინებას, შეურაცხმყოფელს, ეს მათი ხელწერაა. ისინი ვერ შეიცვლებიან, ისინი ასეთები იყვნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, უბრალოდ მაშინ მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, პირდაპირ კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ. დღეს ამის რესურსი არ გააჩნიათ და რაც შეუძლიათ, ყველაფერს ბოროტულად იყენებენ და აკეთებენ. არცერთი სპორტსმენი და ფეხბურთელი ამ სიბინძურეზე არ წამოეგება, რადგან ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან, ფიქრობენ ფეხბურთზე და სხვათაშორის, საქართველოს ხელისუფლებამ, ფეხბურთის ფედერაციამ ამაში უმნიშვნელოვანესი როლი შეიტანა, რომ ფეხბურთელი, რომელიც ჩამოდის ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ღირსეულად გამოვიდეს მოედანზე და დადოს საუკეთესო შესაძლებლობები. მე მინდა, ბიჭებს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს, კიდევ ბევრი ბრძოლა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, იქაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ“,- განაცხადა კალაძემ.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს ღალატში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)