19:51 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 14:12:11, 289 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - „პაეზდკებში“ გაცვლილი მოსამართლის მანტია - აფერუმ თქვენს ღირსებას, დატოვეთ მაინც ის მანდატი და რამდენიც გინდათ, იმდენი ირბინეთ

„პაეზდკებში“ გაცვლილი მოსამართლის მანტია“- აფერუმ თქვენს ღირსებას. დატოვეთ მაინც ის მანდატი და მერე რამდენიც გინდათ, იმდენი ირბინეთ. აბა თუ წაგიყვანთ მერე რომელიმე საელჩოს თანამშრომელი? გამარჯობასაც თუ გეტყვით? ახლა იმისთვის სჭირდებით, რომ შემდეგ დაგამუშაონ იქ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც აკეთებთ, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა რამდენიმე მოსამართლის იტალიაში მოგზაურობას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა დააფინანსა.

როგორც ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, "თუ რამეს უნდა დაერქვას თავის სახელი, ეს არის ეს კლანი, მოსამართლეების რაღაც ვიწრო ჯგუფი, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ღირებულება, ავტორიტეტი და ასე შეუძლია ამა თუ იმ საელჩოს თანამშრომელს დააფინანსოს და შემდეგ რა განცხადებაც უნდათ ის აკეთებინონ".

მისივე თქმით, სასამართლო, სადაც ეს მოსამართლეები მუშაობენ, საერთაშორისო რეიტინგებით წინ უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს - კანონის უზენაესობით, კორუფციისგან დაცვის ინდექსით და როდესაც მათივე სისტემაში „ვეტინგს“ სთხოვენ, ხომ შეიძლება კითხვა დაუსვან, რომ ჯერ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ჩაატარონ ვეტინგი და შემდეგ ჩვენთან განვიხილოთ.

„ჩემთვისაც გახდა ცნობილი, რომ 5-10 კაციანი მოსამართლეების ჯგუფი, რომლებიც ითხოვენ, რომ შეგვამოწმეთ, პატიოსნები ვართ თუ არაო, ამერიკის საელჩოს თანამშრომლის, ვინმე ნატალია წნორიაშვილის დაფინანსებით არიან „პაეზდკებში“. ამ ხუთმა თუ ათმა მოსამართლემ რომაული არდადეგები მოიწყვეს და გამოდიან წინადადებით, შეგვამოწმეთ, რამდენად პატიოსნები ვართო. მგონია, რომ თუ რამეს უნდა დაერქვას თავის სახელი, ეს არის ეს კლანი, მოსამართლეების რაღაც ვიწრო ჯგუფი, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ღირებულება, ავტორიტეტი და ასე შეუძლია ამა თუ იმ საელჩოს თანამშრომელს დააფინანსოს და შემდეგ მართონ, რა განცხადებაც უნდა ის აკეთებინონ.

„პაეზდკებში“ გაცვლილი მოსამართლის მანტია“ - ასე შეიძლება შევაფასოთ ეს. ყოჩაღ, აფერუმ თქვენს ღირსებას. დატოვეთ მაინც ის მანდატი და მერე რამდენიც გინდათ, იმდენი ირბინეთ. აბა თუ წაგიყვანთ მერე რომელიმე საელჩოს თანამშრომელი? გამარჯობასაც თუ გეტყვით? ახლა იმისთვის სჭირდებით, რომ შემდეგ დაგამუშაონ იქ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც აკეთებთ.

სასამართლო, რომელშიც მუშაობთ და ემსახურებით, საერთაშორისო რეიტინგებით წინ უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს - კანონის უზენაესობით, კორუფციისგან დაცვის ინდექსით, მათივე, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით და რომ გთხოვენ „ვეტინგს“ შენს სისტემაში, რომ მოსამართლეები უცხო ქვეყნის მოქალაქემ დაგიკომპლექტოთ, ერთი კითხვა არ შეგიძლიათ დაუსვათ - მოდი ჯერ თქვენს ქვეყნებში ჩაატარეთ ვეტინგი, ევროპებში, მერე ამერიკის შეერთებულ შტატებში და მერე ჩვენთან განვიხილოთ თქო? შემდეგ „პაეზდკებში“ ალბათ ვერ მოხვდებით და არ წაგიყვანენ, ეს არის თქვენი ხელწერა და აფერუმ თქვენს სიმართლეს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 
 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics