|
2024-04-04 13:00:37, 412 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა ოდიშარიაზე - კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც - ვის არ შეგიგინიათ ოჯახში
კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც - ვის არ შეგიგინიათ ოჯახში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ თანაგუნდელთან, ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "ადამიანმა [ბექა ოდიშარიამ] არმოსაწონი რაღაც პრივატულ საუბარში თქვა". "ადამიანმა გუშინ პრივატულ საუბარში რაღაცა თქვა, არმოსაწონი, ბუნებრივია, გამოვიდა მერე, დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვენ რანაირად ამოგეღებათ ხმა. თქვენი მებრძოლი და სულიერი მეგობარი გვარამია მთელი ქვეყნის მასშტაბით დედაზე აგინებდა საზოგადოებას, ხმა ამოგიღიათ? დაგიგმიათ პირდაპირ ეთერში? აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი რომ გაქვთ, სპეკულანტობთ ყველაფრით. ვითომ, შეშფოთდნენ აქ. კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც. ვის არ შეგიგინიათ ოჯახში ან ისე პრივატულად გამწარებულზე",- განაცხადა ზარქუამ. ცნობისთვის, გუშინ, 3 აპრილს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი რეპლიკები გამოიყენა.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)