|
2024-04-01 15:09:23, 848 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ე.წ. ვეტინგზე - საქართველოს გააჩნია კონსტიტუცია, კანონები - ყველამ კეთილი უნდა ინებოს და მათ პატივი სცეს
საქართველოს გააჩნია კონსტიტუცია, თავისი კანონები და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, პატივი სცეს მათ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ე.წ. ვეტინგის სისტემის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. მისი თქმით, „ამ თემაზე ატეხილი ხმაური არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ კონკრეტულმა ძალებმა სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი დაიბრუნონ". „რადიკალურად, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება წინა წლების, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული სასამართლო სისტემა დღევანდელისგან. ყველანაირი სტატისტიკით შეგვიძლია, მივიღოთ ამაზე პასუხი. პირდაპირ ვთქვათ, არსებობენ ძალები, რომელთაც აქვთ სურვილი, დაიქვემდებარონ სასამართლო, მოსამართლეები და ამ ყველაფერს მართავდნენ თავად. ყველაფერი ცხადია, ნათელია, ვიცით, როგორ მოქმედებს ქვეყნებში კამპანიების დაფინანსება, რა უდევს ამას საფუძვლად, რატომ კეთდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმაც ყველაფერი კარგად გააანალიზა, ყველაფერს კარგად ხვდება და არქმევს თავის სახელს. საქართველოს გააჩნია კონსტიტუცია, თავისი კანონები, რომელსაც პატივს ვცემთ. ვართ სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს იმისთვის, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი, სისხლი დავღვარეთ ამისთვის. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ. საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის გუბერნია ან შტატი, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია. ყველამ კეთილი უნდა ინებოს, პატივი სცეს ამ ყველაფერს“,- განაცხადა კალაძემ.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)