03:11 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 14:38:56, 730 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - მოსამართლეების თემატიკაზე სტენსილების განთავსება რადიკალების მხრიდან განხორციელებული აქტია

დედაქალაქში მოსამართლეების თემატიკაზე საპროტესტო ხასიათის სტენსილების განთავსების უკან რადიკალური ჯგუფები დგანან, - ​ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, „ამ ეტაპზე, მოსამართლეების პატიოსნება ეჭვქვეშ არ დგას და ამაზე ის საერთაშორისო კვლევებიც მიუთითებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს სასამართლო სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა". 

„სტენსილები, რა თქმა უნდა, რადიკალების მხრიდან განხორციელებული აქტია. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ გვახსოვს, წლების განმავლობაში მსგავსი ბინძური კამპანიები. ვიცით, ყველაფერი საიდან და ვისგან ფინანსდებოდა. აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, თუ ვინ იყო შემსრულებელი, ვისი დაკვეთით კეთდებოდა.

რაც შეეხება მოსამართლეების პატიოსნებას, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მთელი რიგი კვლევები. საქართველოს სასამართლო სისტემა ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა. ყველაფერი შედარებითია. გვახსოვს, წლების განმავლობაში სასამართლოში რა ხდებოდა, ახლა კი, როგორი წინსვლა გვაქვს. ეს ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევები ხომ არ არის, ეს არის საერთაშორისო კვლევების შედეგი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics