|
2024-03-30 12:13:04, 761 ნახვა
საზოგადოება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საკითხზე საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება მონაწილეობდა. სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ჯუმათის სატყეო უბანში არსებულ 625 ჰა ფართობზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, სამომავლოდ ღონისძიებებზე იმსჯელეს და დასმულ კითხვებს უპასუხეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა აღნიშნა, ტერიტორიაზე, ერთი მხრივ, უნდა მოხდეს სახეობათა აღწარმოება და, მეორე მხრივ, დაინერგოს სწორი ნადირობის პრაქტიკა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამონადირეო მეურნეობისთვის შერჩეული ტერიტორიის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრის ინიციატივა გამოთქვეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საკითხზე მუშაობა ადგილობრივი თემისა და მონადირეების ინიციატივით დაიწყო. სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ა(ა)იპ საქართველოს მონადირეთა კავშირმა მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)