|
2024-03-28 12:58:05, 808 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა
ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისზე საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, პროკურატურის მტკიცებულების მიხედვით, გრიგორიადისი მეორე ადამიანს ცეცხლს უკიდებდა. "ჯერ არ ვიცით, რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ დავეყრდნობით პროკურატურის მტკიცებულებებს, ბრალის არსი მდგომარეობს იმაში, ამ ადამიანმა ცეცხლი წაუკიდა მეორე ადამიანს. თუკი, ვინმე იტყვის, რომ არსებობს რამე მიზანი, რომელმაც შეიძლება გაამართლოს ერთი ადამიანის მხრიდან მეორეს მიმართ ცეცხლის წაკიდება, თქვან, რომ ხანდახან შეიძლება გამართლდეს ცეცხლის წაკიდება მეორე ადამიანისთვის და მისი განწირვა სიკვდილისთვის. ეს არის სწორედ მორალის დაკარგვის პირველი ნაბიჯი, რომელიც ასი წლის წინ იყო... ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს მუხლი - ევროპული მომავლისთვის დასჯა, არსებობს მუხლი - მეორე ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა. ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. ევროპა ზუსტად საწინააღმდეგოა ძალადობისა, ერთი ადამიანის მხრიდან მეორისთვის ცეცხლის წაკიდებისა",- თქვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის 29 მარტს დააკავეს. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1-ელ მაისს, სასამართლომ გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ ლაზარე გრიგორიადისის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა. 22 ნოემბერს, 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)