15:33 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 18:09:09, 802 ნახვა

საზოგადოება
მერია - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

უსაფრთხოების მიზნით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოებს, რომელიც 28 მარტიდან დაიწყება და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის მიხედვით, კლდის გაწმენდის სამუშაოები ჩატარდება და ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე მოეწყობა.

"პროექტის ფარგლებში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 00:00-დან 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვა სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს, რა დროსაც ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.

რაც შეეხება დღის საათებს, ტერიტორიაზე დაწესდება ნაწილობრივი შეზღუდვა და მძღოლები მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილდებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics