|
2024-03-27 17:41:01, 755 ნახვა
საზოგადოება
კობახიძისა და პაპუაშვილის წარდგინება საქართველოს ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ პრეზიდენტს გაეგზავნა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების პერსონალის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ" კანონის შესაბამისად, ღირსების ორდენზე წარდგენილნი არიან: საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა - გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ჯაბა კანკავა, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია; საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელები - ვილი სანიოლი, ადელ შედლი, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით გვარამაძე, ირაკლი ჩიტაური, ლევან ზამთარაძე, ფაბიენ ბოსუე, დევით ვები; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ლევან კობიაშვილი; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი - დავით მუჯირი; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - კახა ჭუმბურიძე; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - ნიკოლოზ ჟღარკავა, ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი - ზაზა ზამთარაძე; საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების პერსონალი - გიორგი კაციტაძე; ვლადიმერ დვალიშვილი, დავით ხარაბაძე, გიორგი ჩანგელია, მიხეილ აბრამიშვილი, გიორგი ბჟალავა, თენგიზ გულბიანი, გიორგი ქოჩლაძე, გრიგოლ ლეჟავა, გელა გუჩუა, გიორგი დუღაძე, კონსტანტინე თედელური. პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი ოფიციალური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა. შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ, 26 მარტს საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)