03:13 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 12:36:52, 464 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ამერიკული კანონი რომ გაარუსულეს, იმ კანონის მიზანი გახლდათ, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ფინანსები - „ენჯეო“ სექტორის ძირითადი ნაწილი გვატყუებს, რომ გამჭვირვალეა

შარშან ამერიკული კანონი რომ გაარუსულეს, ყოველ შემთხვევაში, ამის მძლავრი მცდელობა იყო - იმ ამერიკული კანონის მიზანი გახლდათ ის, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ფინანსები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "არასამთავრობო სექტორის ძირითადი ნაწილი იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ ფინანსები ისედაც გამჭვირვალეა, სინამდვილეში კი, არავინ იცის სად და რამდენი მილიონი იხარჯება". 

"ვინმემ მიპასუხოს, რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, აშშ-დან წამოსული გადამხდელის ფული. მე დავასახელებ კარგ მიმართულებას, მაგალითად: სოფლის მეურნეობა, ტრენინგები, დემოკრატიის განვითარება, მაგრამ, როდესაც მიდის საარჩევნო მიზნებისთვის, უმცირესობის მიზნებისთვის - "ვილა მოსავალში" იციან მათ ზუსტად, რომ ეს დაიხარჯა უმცირესობის უფლებებზე? თუ ის ინფორმაციაა მართალი, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული დაიხარჯა ლგბტ პროპაგანდის მხარეს, რომ, როდესაც ჩვენ კანონს დავწერთ და ამ კვირაში უკვე კანონი მზად იქნება უკვე - ამის წინააღმდეგ როგორ იმოქმედონ. თქვენ ზუსტად იცით, ასეა თუ ისეა?  - არ ვიცით. შესაბამისად, ერთი წელია, ჩვენი "ენჯეო" სექტორის ძირითადი ნაწილი გვატყუებს, რომ გამჭვირვალეა [დაფინანსება]. სინამდვილეში არ ვიცით, რამდენი მილიონი სად და როგორ იხარჯება, არც დოლარი, არც რუბლი და სხვათა შორის, არც ტაივანური და სხვა ვალუტები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics