03:13 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-19 17:14:17, 554 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - პრემიერობაზე გვარამიას ამბიცია ნიშნავს, რომ მელია და გვარამია ერთმანეთს დაჭამენ

გვარამია პრემიერად - ეროვნულობის, სამართლიანობის, სიმართლის, კანონის უზენაესობის და ყველა ამ მიმართულებით ახალი ეპოქა და ერა გაიხსნება. თუ არა გვარამია, ამას ვერავინ შეძლებს ამ ქვეყანაში, ასეთ პიარ-კამპანიას შემოგვთავაზებენ,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პარტია „ახალის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ნიკა გვარამია დასახელდეს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „პრემიერობაზე გვარამიას ამბიცია იმას ნიშნავს, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთმანეთს დაჭამენ".

„გვარამია პრემიერად - ახალი ეპოქა და ერა გაიხსნება ეროვნულობის, სამართლიანობის, სიმართლის, კანონის უზენაესობის და ყველა ამ მიმართულებით. გვარამიას პრემიერობის დროს შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი, დანარჩენი გამორიცხულია. თუ არა გვარამია, ამას ვერავინ შეძლებს ამ ქვეყანაში, ასეთ პიარ-კამპანიას შემოგვთავაზებენ ისინი. საერთოდ არ ვარ ამ შემთხვევაში ირონიული. რას ნიშნავს, გვარამიას რომ ამის ამბიცია აქვს? ეს იმას ნიშნავს, რომ მელია, გვარამია და სხვები დაჭამენ ერთმანეთს, მეტს არაფერს, მეტი შედეგი ამას ვერ ექნება“,- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics