|
2024-03-19 15:55:36, 393 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე - აშშ არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და ყველა სახელმწიფო, მათ შორის ისიც, გაწეულ დახმარებას პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს
მინდა ყურადღება გავამახვილო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის საელჩოდან ადრე გავრცელდა, რომ თითქოს, საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიიღო 6 მილიარდი დახმარება და ეს გაიმეორა USAID-ის რეგიონულმა დირექტორმაც, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, აშშ არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და სხვა სახელმწიფოების მსგავსად, გაწეულ დახმარებას, პირველ რიგში საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გარე დაფინანსებები ხშირ შემთხვევაში ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისთვის გამოიყენება. „მინდა იცოდეთ, რომ აშშ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ რეალურად, ქმედით და სარგებლიან დახმარებას სწევს, მაგრამ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ყველა სახელმწიფო და მათ შორის ისიც, ამ დახმარებას პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს. მაგალითისათვის, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში გვახსენებენ იმიტომ, რომ 2008 წლის შემდეგ მეორედ, საქართველო უკრაინის ომში არ ჩავერთეთ, მაშინ უკაცრავად, ეს ვერ იქნება საზღაური იმისა, რაც შეიძლება საქართველოს მისდგომოდა. ამის სურათი ჩვენ ვნახეთ უკრაინაში, არათუ 6 მილიარდი, არამედ 600 მილიარდიც ვერ აანაზღაურებს იმ ზარალს. თუ გვეტყვიან, რომ ქვეყანა რამდენიმე მილიარდით დაფინანსდა იმიტომ, რომ დემოკრატია გაუმჯობესებულიყო, "ნაციონალური მოძრაობის" დროს ამ კუთხით, ორჯერ მეტი იხარჯებოდა ამერიკის მხრიდან დაფინანსება, მაგრამ მივიღეთ დიქტატორული მმართველობა და ეს უმძიმესი შედეგი დღესაც ახსოვს საზოგადოებას. მაშინ, რატომღაც არ მახსოვს მე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დემოკრატია დეფიციტს განიცდიდა, ის, რა განცხადებებიც დღეს კეთდება. ასე რომ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ძალიან ხშირად, ქვეყანაში გარე დაფინანსებები სწორედ ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისათვის გამოიყენება, როგორც ახლა დეზინფორმაცია, მტრობის სტიმულირებისთვის. საზოგადოებას უფრო მეტი ყურადღება დასჭირდება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ადამიანებმა სატყუარები არ დაარიგონ და ამ სატყუარას არავინ წამოეგოს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)