2024-03-16 13:17:02, 638 ნახვა
პოლიტიკა
პუტინის არჩევნებს რუსეთში საქართველოდან ჩასული ჯგუფიც აკვირდება
პუტინის არჩევნებს რუსეთში საქართველოდან ჩასული ჯგუფიც აკვირდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, დამკვირვებელთა ჯგუფშია პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ორგანიზაცია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი, ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო ცენტრის დოქტორი თემურ მაისურაძე და ანალიტიკური ცენტრის - "ექსპრეს პლიუსის" წარმომადგენელი, ვასო კაპანაძე.
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსულ სამთავრობო მედიასთან ამბობს, საპრეზიდენტო არჩევნები "მშვიდ გარემოში" მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,