|
2024-03-15 09:43:37, 541 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ჩვენ ვიცით, ვინც წარსულს ივიწყებს, იმას რა ემართება და ვის უნდა ეს წარსული რომ წაშალოს, ეგეც კარგად ვიცით
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 10 მილიონ 600 ათასი სამედიცინო შემთხვევა აქვს დაფინანსებული სახელმწიფოს 11 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველ ოჯახებში თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება 5-დან 200 ლარამდე გაიზარდა, პენსია შეადგენდა 100 ლარს - დღეს 320-დან 415 ლარის ფარგლებშია გეოგრაფიის მიხედვით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედი live”-ში განაცხადა. „ჩვენ ვიცით, ვინც წარსულს ივიწყებს, იმას რა ემართება და ვის უნდა ეს წარსული რომ წაშალოს, ეგეც კარგად ვიცით, მაგრამ წარსულზე დიდ დროს არ დავკარგავ. უბრალოდ გეტყვით, რა გავაკეთეთ ჩვენ, რაც პირდაპირ აისახება ოჯახების ეკონომიკაზე და იმ ხარჯებზე, რაც ყოველდღიურად ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ. მაგალითად, სოციალურად დაუცველ ოჯახებში თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება გავზარდეთ 5-დან 200 ლარამდე. 5 ლარი იყო ხაბეიშვილის სანატრელ დროს და 200 ლარია დღეს თითო ბავშვზე დახმარება ჩვენი ხელისუფლების პირობებში. პენსიები - როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება პენსია შეადგენდა 100 ლარს - დღეს 320-დან 415 ლარის ფარგლებშია გეოგრაფიიის მიხედვით ქვეყანაში პენსიები; ჯანდაცვა - დღეს, 10 მილიონ 600 ათასი სამედიცინო შემთხვევა აქვს დაფინანსებული სახელმწიფოს ამ 11 წლის განმავლობაში. მონაცემები ავიღე სპეციალურად და საშუალოდ, თითო სამედიცინო შემთხვევა სახელმწიფოს მინიმუმ 1500 ლარი უჯდებოდა, თუმცა, არის სამედიცინო ჩარევები და ოპერაციები, სადაც 10-20-30 ათასი ლარი და საზღვარგარეთ კიდევ უფრო მეტი აქვს თითო შემთხვევაზე სახელმწიფოს დაფინასებული“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)